სემინარი: "მასწავლებელი - მეგზური ევროპისაკენ".

2014 წლის 30-31 მაისს მასწავლებლის სახლში ჩატარდა სემინარი: "მასწავლებელი - მეგზური ევროპისაკენ". რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით. პროექტის მეორე ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი მასწავლებლებისათვის: სკოლის სასწავლო გეგმაში ევროკავშირის თემატიკის დანერგვა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. სემინარის ორი დღე იყო უაღრესად საინტერესო. პირველ დღეს საკონფერენციო დარბაზში მოვუსმინეთ გამომსვლელებს. დღის ბოლოს კი გაიმართა საინტერესო დისკუსია. მეორე დღეს ჯგუფებად გავნაწილდით და თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპული ღირებულებების და თავისუფლებების შეთავაზება მოსწავლეთათვის დაწყებით საფეხურზე. დღის მეორე ნახევარი დაეთმო სექციურ მუშაობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий