четверг, 12 августа 2021 г.

2021 წლის 15 ივნისს ჩავატარე მოსწავლეთა ონლაინ-კონფერენცია თემაზე "გეოგრაფია ჩვენ ირგვლივ".
მონაწილეობდა 4 საჯარო სკოლის მე-8-11 კლასების ქართული და რუსული სექტორების 16 მოსწავლე. მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საყულიის საჯარო სკოლის, თბილისის N72, N96 და N97 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა შეარჩიეს და წარმოადგინეს უაღრესად საინტერესო თემები, რომლებიც მოიცავდნენ თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხევს (იხ. კონფერენციის დღის წესრიგი).

მოსწავლეებმა შეარჩიეს და წარმოადგინეს უაღრესად საინტერესო თემები, რომლებიც მოიცავდნენ თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს (იხ. კონფერენციის დღის წესრიგი), როგორიცაა პანდემიები, გაუდაბნოება, ტურიზმის ინდუსტრია, მიგრაციები, ტერორიზმი, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი, მსოფლიოში ცნობილი ბირჟები და აუქციონები. მოხსენებები წარმოადგინეს სხვადასხვა ფორმატში: პოვერ-პოინტი, კანვა, ვიდეო-ფილმი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ამ სკოლების დირექტორები, გეოგრაფიის მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები. ისინი ბავშვებს მიესალმნენ, გაამხნევეს, უსურვეს წარმატებები. ბოლოს კი გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები: სუსანა შოშიაშვილი, ქეთევან მეურმიშვილი, ფიქრია ოტიაშვილი, მარიამ თურქიშვილი. კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებს, მათი ხელმძღვანელებს და სკოლებს გაეგზავნათ მადლობის სიგელები. გთავაზობთ კონფერენციის სრულ ჩანაწერს. https://web.microsoftstream.com/video/cf1f9eb8-94d8-4400-99fc-31ed1f0aa9f0?list=studio