2014 წლის 22-25 დეკემბერს ბაზალეთში ჩატარდა მასწავლებელთა მეორე რესპუბლიკური კონფერენცია.
კონფერენციაზე ბიოლოგიის მასწავლებელთან, მარინა აკიშბაიასთან ერთად წარვადგინეთ გეოგრაფიის და ბიოლოგიის ინტეგრირებული პროექტის შემაჯამებელი თემა "მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში".
პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. როგორც დაგეგმილი გვქონდა, მოიცვა 2014 წლის აპრილი-ივნისის პერიოდი და შედგებოდა რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილისგან, რომლებიც ჩავატარეთ ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში.
სამიზნე კლასი იყო ჩემი სადამრიგებლო მე-9-გ კლასი. მოსწავლეები სწავლობენ საქართველოს გეოგრაფიას და ეკოსისტემებს.
პროექტის მიზანი იყო - მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, კომპლექსური ცოდნის შეძენა და ბუნებისშემსწავლელი მომიჯნავე მეცნიერებების მიერ ბუნების, როგორც მთლიანი ორგანიზმის გაცნობიერება.
პირველი ინტეგრირებული გაკვეთილის თემა -"საქართველოს ლანდშაფტები და ეკოსისტემები".
გაკვეთილის მიზანი - ანალიტიკური ცოდნის სინთეზირება, ლანდშაფტის ელემენტების და ბიოტური და აბიოტური ფაქტორების ერთ მთლიანობაში მოყვანა, ახალი ცოდნის სისტემატიზირება და ლანდშაფტების და ეკოსისტემების სისტემატიზება კომპლექსური ცოდნის გზით.
წინარე ცოდნა - მოსწავლეები იცნობენ ლანდშაფტების და ეკოსისტემების ელემენტებს (რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფიული ქსელი, ნიადაგ-მცენარეული საფარი, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები).
https://drive.google.com/open?id=0B0c47CJ-sOtsbHY1ZXZlM2xLcjg

https://drive.google.com/file/d/0B0c47CJ-sOtsbHY1ZXZlM2xLcjg/view?usp=sharing
ОтветитьУдалить