მოსწავლეთა კონფერენცია

მოსწავლეთა კონფერენციები

მოსწავლეთა საკლასო კონფერენციის პრაქტიკა პირველად გამოვიყენე 2011-12 სასწავლო წელს ჩემს სადამრიგებლო 7-გ კლასში, გეოგრაფიაში. 
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა იმით, რომ კლასში არ დარჩენილა არც ერთი მოსწავლე, თავისი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. 
საკონფერენციო თემა იყო "დედამიწის ქერქი". მოსწავლეებმა მოიძიეს დიდძალი ლიტერატურა, შექმნეს უამრავი ილუსტრაცია, ინტერნეტ-ქსელში მოიძიეს ვიდეო-მასალები ... 
მასალების წარდგენისას ჰქონდათ სრული თავისუფლება, არ იყვნენ შეზღუდული არც დროის მხრივ. 
გთავაზობთ ამ კონფერენციის ამსახველ კადრებს:

ზაზა ნადირაშვილი და გიორგი თეგაძე
ნინო ნაჩხატაშვილი, ლევან აძიშვილი, ირაკლი ჯიქიძე
ისმენდნენ ინტერესით და ხალისით.
ნანიკო ყუფარაძე და ლიკა ხიზანიშვილი
 
ტატო საათაშვილია ტყემალაძე.
მალხაზ წიქარიძე და სალომე ლომიძე.
 
გიგი მიქაძე და ნიკა ბუსქანძე

ანა შერმაზანაშვილი და მარიამ ყირმელაშვილი.
 
ნუკი ბოკუჩავა და მარიამ უგულავა.


მიმდინარე, 2014-15 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო გაკვეთილები მე-6 და მე-10 კლასებში დავუთმე შემაჯამებელ გაკვეთილს კონფერენციის სახით. მე-6 კლასელებში ეს იყო ინდივიდუალურად წარმოდგენილი თემები. მე-10 კლასელები კი ჯგუფებად წარდგნენ მსმენელების წინაშე წინასწარ განაწილებული თემებით.
მე-6 კლასების საკონფერენციო თემა იყო "ციური სხეულები".  მე-10 კლასელების ნამუშშევრები იყო თემაზე "საერთაშორისო ორგანიზაციები.



ჩემი ჭკვიანები

Комментариев нет:

Отправить комментарий