სახელმძღვანელოს თანაავტორობა

"წერილები საქართველოდან"

ასე ეწოდება ისტორიის სახელმძღვანელოებს საკვირაო სკოლებისათვის საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის.
2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის სახელმძღვანელოების შესაქმნელად ქართულ ენაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში.
ავტორთა ჯგუფმა: ელდარ არაბულმა, ირმა ტალახაძემ, დავით ბერძენიშვილმა და რუსუდან კვიკვინიამ  მივიღეთ მონაწილეობა ისტორიის სახელმძღვანელოს კონკურსში 8-10 და 10-12 წლის ბავშვების ასაკობრივი ჯგუფებისათვის. ჩვენი სახელმძღვანელოები მოწონებულ და მიღებულ იქნა სამინისტროს მიერ.
ჩვენს სახელმძღვანელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა.
8-10 წლის მოსწავლეთათვის შექმნილია სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი.
10-12 წლის მოსწავლეთათვის კი - სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი.
ორივე სახელმძღვანელოს აქვს თავისი სამუშაო რვეული და მასწავლებლის წიგნი.
სახელმძღვანელო მომზადდა გამომცემლობა "დიოგენეში".
სამინისტრომ დროულად მიიღო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია და სასინჯი ეგზემპლარები. ტირაჟირება არ მოუხდენია.
ამჟამად სახელმძღვანელო განთავსებულია საქართველოს დიასპორის სამინისტროს ვებგვერდზე, რომლის ელექტრონული მისამართები ქვემოთ არის მოცემული.






Комментариев нет:

Отправить комментарий