2011-12 სასწავლო წელს გავხდი მე-7-გ კლასის ხელმძღვანელი. დღემდე ვარ ამ კლასის ხელმძღვანელი. დღეს ჩემი ბავშვები მე-11-გ კლასში არიან. რამდენიმე მოსწავლე შეიცვალა. ძირითადი ბირთვი კი - დარჩა.
მე-10 კლასის ბოლოს კლასში ირიცხებოდა 26 მოსწავლე: 13 გოგონა და 13 ვაჟი. ესენია:
მე-10 კლასის ბოლოს კლასში ირიცხებოდა 26 მოსწავლე: 13 გოგონა და 13 ვაჟი. ესენია:
- აძიშვილი ლევან
- ბალანჩივაძე ლუკა
- ბოკუჩავა ნუნუ
- ბუაძე ნიკოლოზ
- ბუსქანძე ნიკოლოს
- გაგნიძე ლევან
- გავაშელაშვილი ანანო
- გოშაძე ელისაბედ
- დუნდუა ნინო
- ელაშვილი ლელა
- თეგაძე გიორგი
- კერატიშვილი უჩა
- მაისურაძე ნუნუ
- მამადაშვილი თათია
- მანძულაშვილი ნინო
- მიქაძე გრიგოლ
- ნადირაშვილი ზაქარია
- ნიკოლაიშვილი სალომე
- საათაშვილი კარლო
- უგულავა მარიამ
- ღუდუშაური ნიკოლოზ
- ყუფარაძე ნანი
- შერმაზანაშვილი ანა
- წიქარიძე მალხაზ
- ხიზანიშვილი ლია
- ჯიქიძე ირაკლი
ამ წლების მანძილზე კლასთან ერთად გატარებულმა დიდმა დრომ, ვფიქრობ, ნაყოფი გამოიღო და დღეს ჩემი კლასი არის "შეკრული" ერთიანი ორგანიზმი, რომლებსაც ერთად ყოფნა უხარიათ და ზაფხულსაც კი თითქმის ერთად ატარებენ (ბანაკებში, ერთმანეთთან აგარაკზე ხანგრძლივი სტუმრობა...), არ ავიწყდებათ ერთმანეთის დაბადების დღეები, საეკლესიო, თუ საერო დღესასწაულების მილოცვა და ა.შ.
კლასს სისტემატიურად ვუტარებდი კლასის საათს სხვადასხვა თემებზე (დაგეგმილსაც და დაუგეგმავსაც, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე). ამ დროს ბავშვები არ იყვნენ პასიურ როლში. მათი აზრი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის, რომლია ანალიზის საფუძველზე მე ვგეგმავდი ჩემს შემდგომ მოქმედებას. ის, თუ რა არის წამყვანი მათს აზროვნებაში, ჩანს მათი ქცევებიდან და გამონათქვამებიდან. ამის გარდა, ისინი ივითარებენ საკუთარი აზრის გამოთვის და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარებს. გარდა ამისა, ნათლად ჩანს, რა სახის განტვირთვა და რომელ "ტალღაზე ჩართვა" არის ამ დროს აუცილებელი. აქ
აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ დროს იბმება უხილავი ძაფები კლასის დამრიგებელსა და კლასს შორის, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვებათ.
კლასის მიერ სკოლის გარეთ ნანახი და განცდილის მოკლე მიმოხილვა:
კლასის მიერ სკოლის გარეთ ნანახი და განცდილის მოკლე მიმოხილვა:
- მე-7 კლასში წარმოვადგინეთ კომპოზიცია "იმერეთი".
- მე-7 კლასში ექსკურსია ყინწვისში ;
- მე-8 კლასში ექსკურსია თსუ-ში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე;
- მე-8 კლასში ექსკურსია ახალციხის რაბათში;
- მერვე კლასში ვნახეთ ფილმი "პის თავგადასავალი";
- დავათვალიერეთ ჩვენი ქალაქი, ვისადილეთ კაფე "თბილისში";
- მე-8 კლასში ექსკურსია იმერეთში (პრომეთეს მღვიმე, ბაგრატი, გელათი);
- მე-9 კლასში "ცისფერ გალერეაში" დავათვალიერეთ მექსიკური მხატვრობის მოძრავი გამოფენა და დ.კაკაბაძის და ფიროსმანის სურათების მუდმივმოქმედი გამოფენები;
- მე-9 კლასში ვნახეთ პანტომიმის თეატრის სპექტაკლი "ქრისტე";
- მე-9 კლასში ვიყავით თბილისის ბოტანიკურ ბაღში;
- მე-9 კლასში გვქონდა ექსკურსია სამეგრელოში. დავათვალიერეთ დადიანების სასახლე, ღვთისმშობლის კვართი, ჯვარ-ხატების უნიკალური გამოფენა, ზუგდიდის ბოტანუკირი ბაღი; შემდეგ რუხის ციხე, ენგურის ხიდი - აფხაზეთის ჰაერი ჩავისუნთქეთ. ვეწვიეთ ანაკლიას, სადავ ვისადილეთ რესტორანში. უკან გზაზე დავათვალიერეთ პატრიარქის რეზიდენცია წმ.სოფიას ტაძარი ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. ბოლოს კი ვეწვიეთ ხობის მონასტერს, სადაც ვნახეთ ცოტნე დადიანის საფლავი, უძველესი ფრესკები და მიმდინარე გათხრები.
- მე-10 კლასში ვიყავით კოჯრის ტყეში პიკნიკზე;
- მე-10 კლასში დავათვალიერეთ ხელოვნებისა და კინოს მუზეუმის გამოფენა -ფიროსმანის სურათები მირზაანის კოლექციიდან.
წარმოგიდგენთ ჩვენი კლასის ცხოვრების ფოტოებს, რომლებიც
გადაღეულია სხვადასხვა ავტორების მიერ.
ჩვენ მეშვიდე კლასში ვართ!
მეშვიდე კლასის ბოლო გაკვეთილი. ამის შემდეგ მერვე კლასში ვართ.
მეშვიდე კლასის ბოლოს გვქონდა ექსკურსია ყინწვისში.
უკვე მერვე კლასში ვართ, დავალაგეთ მერხები და
მოვემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის.
პირველი გაკვეთილი მერვე კლასში, ჩვენს საკლასო ოთახში
მერვე კლასში გვქონდა ექსკურსია ვანო ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის .სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე.
გვიმასპინძლა კათედრის პროფესორმა ცეცილია დონაძემ.
მერვე კლასში გვქონდა ექსკურსია ახალციხის რაბათში
მერვე კლასის ბოლოს კი - ექსკურსია ქუთაისში.
დავათვალიერეთ პრომეთეს მღვიმე, გელათი, ბაგრატი.
წვიმიანმა ამინდმა გუნება ვერ გაგვიფუჭა.
მშობლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ.
მეათე კლასის პირველ სემესტრში გვქონდა ექსკურსია კახეთში:
წინანდალი, გრემი, იყალთო, ალავერდი
სინღერები ჭავჭავაძეების ეზოში,
ტყეში კოცონი და კოცონთან სიმღერები.






































































Комментариев нет:
Отправить комментарий