суббота, 10 мая 2014 г.

მოგესალმებით!
მე ვარ რუსუდან კვიკვინია, ვაჟა-ფშველას სახელობის ქ.თბილისის N87 საჯარო სკოლის პედაგოგი.
ამ სკოლაში 2011 წლის 15 სექტემბრიდან ვასწავლი გეოგრაფიას და ბუნებას (1-6 კლ.).
მაქვს ორივე საგნის სერტიფიკატი.
მინდა ბავშვებს მოსწონდეთ და უყვარდეთ ჩემი საგანი.
მიმაჩნია, რომ მასწავლებლის შრომის უდიდესი დაფასებაა, როცა კლასი ღიმილიანი მოლოდინით ხვდება მის შესვლას გაკვეთილზე.
წარმოგიდგენთ ჩემს პორტფოლიოს, რომლის შედგენას ვცდილობ ინტელის ტრენინგების გავლის შემდეგ. მინდა ჩემს კოლეგა-მეგობრებს ვუთხრა დიდი მადლობა ამ საქმეში მათი დახმარებისათვის: მათგან სოციალური ქსელებიდან, თუ სხვა ტრენინგებიდან ბევრი რამ ვისწავლე.
გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და გამოცდილება გამიზიაროთ.
დიდი მადლობა დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის.  <3








Комментариев нет:

Отправить комментарий